შობის აღნიშვნა

   მე-13 საუკუნიდან ესპანეთში საშობაო სცენების დადგმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული წეს-ჩვეულებაა. ოჯახები თიხის ფიგურებით წარმოადგენენ ბაგაში ჩაწვენილ ახალშობილ იესოს, მწყემსებს, მოგვებს („სამ მეფეს“), იოსებს და მარიამს.    


ნატურალური ზომის ფიგურებით უფრო დიდ სცენებს ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან დგამენ. რამდენადაც ცნობილია, ეს ჩვეულება ფრანცისკ ასიზელმა ჩამოაყალიბა იტალიაში, რათა ხალხის ყურადღება გადაეტანა სახარებისეულ ცნობაზე იესოს დაბადების შესახებ; მოგვიანებით კი ფრანცისკელმა ბერებმა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გაავრცელეს. ესპანეთში საშობაო დღესასწაულში ისეთივე დიდ როლს ასრულებენ მოგვები, როგორც სანტა კლაუსი ასრულებს სხვა  ქვეყნებში. ესპანელი ბავშვები მოგვებისგან იღებენ საჩუქრებს 6 იანვარს როგორც ახალშობილ იესოს მიუტანეს მოგვებმა საჩუქრები. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სახარებაში ნათქვამი არ არის, რამდენი მოგვი მივიდა იესოსთან და, რომ ისინი ასტროლოგებად არიან მოხსენიებულნი და არა — მეფეებად*. მათი ვიზიტის შემდეგ მეფე ჰეროდემ, იესოს მოკვლის მიზნით, „ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი მოაკვლევინა“ ბეთლემში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოგვებმა იესო დაბადებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ მოინახულეს (მათე 2:11, 16).  მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ესპანეთის ზოგ ქალაქში თეატრალურ წარმოდგენას დგამენ იესოს დაბადებასთან დაკავშირებით; მასში ასახულია ბეთლემში მწყემსების და, მოგვიანებით, მოგვების სტუმრობა. დღესდღეობით ესპანეთის ბევრ ქალაქში ყოველ   5 იანვარს იმართება პარადი. დიდ მანქანაზე მოწყობილ მოძრავ სცენაზე მდგომი „მეფეები“ ქალაქის ცენტრს უვლიან და ხალხს კანფეტებს ურიგებენ. ტრადიციული საშობაო დეკორაციები და სიმღერები საზეიმო განწყობილებას ქმნის.
     მრავალ ესპანურ ოჯახში შობის წინადღეს (24 დეკემბერს) განსაკუთრებულ ვახშამს აწყობენ. ტრადიციულ სუფრას ამშვენებს „ტურონი“
(მზადდება ნუშისა და თაფლისგან), მარციპანი, ჩირი, შემწვარი ბატკანი და ზღვის პროდუქტები. ოჯახის წევრები, ისინიც კი, რომლებიც შორს ცხოვრობენ, ცდილობენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაესწრონ ამ განსაკუთრებულ ვახშამს. სხვა ტრადიციულ ვახშამზე, 6 იანვარს, ოჯახი მიირთმევს „მეფეთა“ პასქას, რომელსაც რგოლის ფორმა აქვს და მასში პატარა ფიგურაა ჩადებული. მსგავსი ჩვეულება რომაელების დროსაც არსებობდა; თუ მონას პასქაში დამალული სიურპრიზი შეხვდებოდა, იმ დღეს ის „მეფე“ იყო.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   წყარო:ინფორმაცია-wol.jw.org
              სურათი -google.ge

No comments:

Post a Comment