ესპანური ფეხბურთი

      ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცი.                                                                         ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.                      ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული,პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა,სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.1984 წელს საფრანგეთშიჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან-2:0.2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანიადა მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა მოუტანა.მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს,ბარსელონაში,როცა კამპ ნოუ პოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.სინეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა,დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან.ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.სხვა მხრივ,1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.



                                                                                                                                                                    წყარო:ინფორმაცია-ka.wikipedia.org     







No comments:

Post a Comment